ახალციხეში, სოფელ ზიკილიანში იოსებ სტალინის მონუმენტი აღმართეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სოფელში ადგილობრივები ამბობენ, რომ მონუმენტი სამი წლის წინ დაზიანდა და ახლა თავისი სურვილითა და სახსრებით შეაკეთეს. იურისტების განმარტებით, მომხდარით სუს–ი უნდა დაინტერესდეს.
"არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩამოხსნან. ეგ ერთი კაცი გვყავდა მსოფლიოში, ახლა რომელია ასეთი კარგი მითხარით", — ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოფელის მერის წარმომადგენელმა, გრიგოლ ღამბაშიძემ კი განუმარტა მედიას, რომ მონუმენტის აღდგენა მოსახლეობის სურვილი იყო და მათ არ შეეწინააღმდეგა.
კანონი თავისუფლების ქარტია საჯარო სივრცეში კრძალავს საბჭოთა ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას, საკულტო ნაგებობებს, ძეგლებს, მონუმენტებს, ბარელიეფებს, წარწერებს, ასევე, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებებს.
შენიშვნა : წყარო, ფოტო - სამხრეთის კარიბჭე
მასალის გამოყენების პირობები






