თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხემლმღვანელი, კახაბერ გვანცელაძე აკეთებს განცხადებას ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესისი შეჩერებასთან დაკავშირებით, მისივე თქმით არ იგეგმება სააღმზრდელო პრცოცესის შეჩერება
მისი განმარტებით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
„ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ სააღმზრდელო პროცესს არ ვწყვეტთ. რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობებს, ჩვენ ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, თუ რა აქტივობები უნდა განახორციელონ როგორც ჩვენს დაწესებულებებში, ასევე მშობლებმა. ვრცელდება სხვადასხვა ფლაერები და ვაწვდით რეკომენდაციებს მშობლებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ჰიგიენური ნორმების დაცვას ბაღებში. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნიავდება ოთახები, ტარდება დეზინფექცია და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც სჭირდება ჰიგიენის დაცვას”,- განაცხადა გვანცელაძემ.
ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პანიკა ბაგა-ბაღებში ნამდვილად არ არის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






