აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია გამართა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადაც მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და მათ გარკვეული რჩევები მისცა ვირუსის პრევენციისთვის.
მან ურჩია ამერიკელებს, თავიდან აირიდონ დაავადებულ პიროვნებებთან კონტაქტი.
„დაიბანეთ ხელები. იყავით სუფთად. ყველა მოაჯირს ნუ მოკიდებთ ხელს თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. როდესაც ვიღაცა აცემინებს, ვცდილობ თავი ავარიდო მას და მეც არ დავაცემინო“ - განაცხადა ტრამპმა.
პრეს კონფერენციის მსვლელობისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უხელმძღვანელებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაფუძნებულ სამუშაო ჯგუფს. მისი თქმით, ადმინისტრაცია სრულად მზადაა პანდემიისთვის და ვირუსის დამარცხებისთვის. ტრამპმა აღნიშნა არაერთხელ, რომ აშშ მზადაა გამოყოს იმდენი თანხა, რამდენიც საჭირო იქნება ვირუსის დასამარცხებლად.
შეერთებული შტატები მასთან ბრძოლისთვის მსოფლიოში ყველაზე უკეთ არის მომზადებული და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობაც წარმატებით მიმდინარეობს.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება- საუკეთესო მეცნიერები და ექსპერტები გვყავს, რომლებიც ვირუსის გავრცელების შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებენ. მზად ვართ დავხარჯოთ იმდენი, რამდენიც საჭიროა. ჩვენ ვითხოვეთ 2.5 $ მილიარდი დოლარი კონგრესისგან ვირუსთან საბრძოლველად.
მასალის გამოყენების პირობები






