კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე ნელი ტემპით იზრდება და აგრეთვე შეიმჩნევა გამოჯანმრთელების ძალზე მასშტაბური ტენდენცია. დადასტურებული ინფორმაციით უკვე 32 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა დაავადებისგან.
ინფიცირებულთა რაოდენობა 82 000-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 2800-ს გასცდა. სამხრეთ კორეაში 1592 შემთხვევა, სადაც 12 ფაქტი ფატალური აღმოჩნდა. ფართოდაა ასევე გავრცელებული ვირუსი ევროპის კონტინეტზეც-იტალიაში 400 შემთხვევა და 12 გარდაცვალების ფაქტია.
იაპონიაში 850 შემთხვევიდან მხოლოდ 691 საკურიზო ხომალდზე მოდის, საიდანაც რამდენიმე ინფიცირებულმა პირმა დაავადა ასეულობით ადამიანი, რომლის შედეგად 4 მათგანი გარდაიცვალა.
სიკვდილიანობა ძალზე დაბალია აღნიშნულ დაავადებაში და შეადგენს მხოლოდ 2 %-ს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში. ყოველწლიურად სეზონური გრიპისგან 400 000 ადამიანი კვდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მასალის გამოყენების პირობები






