ჯანდაცვის მინისტრი: "ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიის რისკი არ არსებობს"
საზოგადოება - 10:27, 27 Feb, 2020     1105

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს.

„ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან გუშინ ღამით კარანტინში მოათავსეს 13 პაციენტი, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები კორონავირუსით.

მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება.

„გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ინფიცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან ხუთი არის იტალიიდან, ერთი არის იტალიის მოქალაქე და ოთხი ქართველი, ხუთი არის ირანიდან, ერთი არის ქართველი, დანარჩენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ჩვენ ვაგძელებთ კოორდინირებულ ა და ამ დროისთვის გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ კარანტიში მოთავსება მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია ბათუმში, ასევე ქუთაისში, არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42