"ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში..." - ქართველი ექიმი იტალიის კლინიკიდან, სადაც კორონავირუსით დაავადებულები მკურნალობენ
საზოგადოება - 10:10, 27 Feb, 2020     2022
იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ ბერგამოს კლინიკაში მომუშავე ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი ახალ კორონავირუისზე საუბრობს:
"რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი.ჩემს საავადმყოფოში, 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლორებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა(გარდაცვლილი მოიყვანეს). ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის გარდაცვლილიც, არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.

მოკლედ, ადამიანურ ენაზე, რომ ვთქვათ, ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოც ქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება.


ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.

იტალიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები, ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ
არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მაიღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.

პანიკამ და სოც ვირუსულობამ სხვა დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, სოციო-ეკონომიკური. ინფორმაციის გავრცელების დღიდან ათიათასობით ადამიანი მოაწყდა მიმღებებს გაციების ნიშნებით, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას, რაღა თქმა უნდა, არსად არ დაკარგული და მუდამ ჩვენთან მყოფი, good old, Influenza იგივე გრიპი ჭირდა( წელიწადში საშუალოდ500,000 ადამიანს კლავს, btw). ამან გამოიწვია 12-13 საათიანი რიგები და სრული ქაოსი, სადაც ჩვენი COVID19 უფრო
მარტივად გავრცელდა.

ესეთი პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.

აუცილებელი ინსტრუქცია არის ერთადერთი.
სულ დავიცვათ ჰიგიენის წესები(ეს ისეც გამოსადეგია). თუ გაქვს სიცხე, ხველა და სხვა დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები, იყავი სახლში იზოლაციაში, გაიკეთე ნიღაბი, რომ სხვებს არ გადასდო და უმკურნალე სიმპტომებს (როგორც ყველა მსუბუქი გრიპის ინფექციის დროს)" - წერს ქართველი ექიმი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42