საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, ალონ ჟუიე კრემლის პროპაგანდისტულ არხზე, RUSSIA TODAY-ზე უხელმძღვანელებს გეოპოლიტიკის მიმართულებით საგადაცემო პროგრამებს. 13 წუთიანი პროგრამა , სახელით „წყარო“ არხზე თვეში ორჯერ გავა. ამის შესახებ ტელეკომპანიის ფრანგული პროგრამის ხელმძღვანელმა, ქსენია ფედოროვამ განაცხადა.
აღნიშნულ გადაცემაში იქნება საუბრები დიპლომატიაზე, კონფლიქტებზე, ტერორიზმზე, კონკურენტულ დაზვერვასა და უსაფრთხოებაზე. პირველი გადაცემა უნდა შედგეს მარტის თვეში.
77 წლის ალონ ჟუიეს თქმით, მოქალაქეებმა ობიექტურად უნდა იცოდნენ გეოპოლიტიკის პრაქტიკული მიზნების შესახებ.
კრემლის პროპაგანდისტული არხის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ძალიან ბედნიერია, რომ ასეთი მასშტაბის მქონე ფიგურა იმუშავებს რუსულ გამოცემაში.
ყოფილი ფრანგი მაღალჩინოსანი ცნობილია პრორუსული პროპაგანდის გავრცელებით- მან ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის გაგზავნა რუსეთის მიერ ბრიტანეთის ტერიტორიაზე იყო „ანგლოსაქსური მანიპულაციის“ გამოვლინება და ის რეალობას არ ასახავდა. მისი თქმით, რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს დასავლეთის ქვეყნებისთვის. ჟუიე ხელმძღვანელობდა საფრანგეთის საგარეო დაზვერვას 2002 წელს
მასალის გამოყენების პირობები






