ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულებმა მინდელის სახელობის შახტში გადაინაცვლეს და გაფიცვას იქ აგრძელებენ.
შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლება, პორტესტის მასშტაბების გაზრდას ისახავს მიზნად. გაფიცულები მეშახტეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან და პროტესტი უფრო მწვავე ფორმას მიიღებს.
მეშახტეებმა დღეს ახალი მოთხოვნები წამოაყენეს. ისინი კვლავ უარს აცახდებენ მინდელის შახტში გადასვლაზე და ამბობენ, რომ ძიძიგურის სახტის დახურვას ერთადერთი პირობით დასთანხმდებიან, თუ კომპანია გაცდენილ პერიოდს აანაზღაურებს. გაფიცულები ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენლის ჩასვლას ელოდებიან.
ტყიბულის ძიძიგურის შახტში დასაქმებულები 24 თებერვალს გაიფიცნენ. ისინი ახალი ინვესტორის, უკრაინული კომპანია „coal of gerogia”-ს შეთავაზებას, მინდელის შახტში გადაყვანის შესახებ, არ ეთანხმებიან. გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანიას სინამდვილეში ძიძიგურის შახტის დახურვა აქვს გადაწყვეტილი და ამისთვის მიზეზებს ეძებს.
„coal of gerogia”-ს დირექტორი მიხეილ სოცკი შახტში სამუშაო პროცესის დროებით შეჩერებას და დასაქმებულების სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანას ობიექტზე ტექნიკური რემონტის საჭიროებით ხსნის და აცხადებს, რომ შახტის დახურვას და თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია "Coal of Georgia" ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები, ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა, მას შემდეგ დატოვა, რაც 1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.
შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები გადაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები






