ერდოღანი სირიაში სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას იწყებს -"დამასკოსთვის მინიჭებული დრო იწურება- ჩვენ ამ ტერიტორიის მეპატრონეები ვართ"
მსოფლიო - 16:34, 26 Feb, 2020     1764

ერდოღანი პირობას დებს, რომ თურქული შეიარაღებული ძალები სირიაში, იდლიბის პროვინციიდან უკან არ დაიხევენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა თურქეთის პარლამენტში თავისი პარტიის წევრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

მან ღიად დაადანაშაულა სირიის არმია იდლიბის თურქულ სადამკირვებლო- სამხედრო პოსტებზე განხორციელებულ თავდასხმაში. მისი აზრით, ასადის ძალების აგრესია სოჭის სამშვიდობო შეთანხმების უხეში დარღვევაა, რომლითაც სირიის აღნიშნული პროვინცია გამოცხადდა დემილიტარიზებულ ზონად.

ერდოღანის განცხადებით, ანკარის მიერ დამასკოსთვის მინიჭებული დრო თავისი სამხედროების გასაყვანად თურქული სადამკვირვებლო პოსტების ზონიდან უკვე იწურება. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთი „ყველაზე პატარა“ უკან დახევის ფაქტსაც გამორიცხავს.

საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას მან არაერთხელ გაიმეორა, რომ სირიის არმიას რამდენიმე დღე დარჩა მხოლოდ, რომ თებერვლის ბოლოდან გაიყვანოს თავისი საჯარისო შენაერთები თურქული ჯარის საკონტაქტო ზონიდან.

„ ჩვენ გვინდა შევახსენოთ მათ, ვინც თავისი დღის წესრიგის ფონზე ფიქრობს თურქეთის მომწყვდევას კუთხეში, რომ აქ არ ვართ სტუმრები, არამედ ჩვენ ამ ტერიტორიის მეპატრონეები ვართ“ - აღნიშნა ერდოღანმა.

„ჩვენ გადავწყვეტთ საჰაერო სივრცის პრობლემას ძალიან მალე. ამ მხრივ ყველაფერი გადაწყვეტილი და განსაზღვრული გვაქ, მზად ვართ ნებისმიერი მსხვერპლშეწირვისთვის“.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში საგრძნობლად დაიძაბა სიტუაცია ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე, კერძოდ კი იდლიბის რეგიონში, სადაც დამასკოს დაქვემდებარებაში არსებული საჯარისო შენაერთები რუსული ავიაციის მხარდაჭერით აქტიურად უტევენ იდლიბის პროვინციას, სადაც თურქი სამხედროები და მათ მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იმყოფებიან.

ბოლო ორი დღის მანძილზე სირიული და რუსული ავიაციის სასტიკი დაბომბვების მიუხედავად, ვერ მოხერხდა თურქული არმიის განდევნა დასახლებულ პუნქტ ნეირაბიდან. ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს, რუსული ავიაცია აქტიურად იყენებს სხვადასხვა საშუალებებს, მათ შორის ვაკუუმის ბომბებსა და რაკეტებს, რომლებიც არაბირთვულ საავიაციო-საბრძოლო ამუნიციიდან ყველაზე ძლიერად ითვლება დღეს რუსული არმიის შემადგენლობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42