უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყება
საზოგადოება - 11:01, 26 Feb, 2020     921

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კაპიტალური რეაბილიტაცია მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდება.

„ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მიმდინარე წელს სხვადასხვა მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს და გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს. სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება. ყველამ იცის, რომ გზის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე დღეს არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, შეიცვლება განათების ბოძები და გამზირი სრულად იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომლის სიგრძეც 1.6 კილომეტრს შეადგენს, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე, დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ასევე, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები და ველობილიკი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში იწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 4 200 000 ლარი დაიხარჯება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42