"მწუხარებას გამოვთქვამ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა ჩავარდა" - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი -
მსოფლიო - 18:35, 25 Feb, 2020     1593

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მეშტერჰაზი საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ გამოქვეყნებულია ოფიციალური განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თქმით, უწყება (ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ) აღიარებს საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისაკენ და მხარს უჭერს მას ამ გზაზე, განსაკუთრებით მჭიდრო დიალოგისა და საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის გზით.

„ამავდროულად, მინდა შეგახსენოთ, რომ ნატო დაფუძნებულია დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული. თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო, მიუმხრობელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის ალიანსში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიული ვალდებულებების შესრულების კუთხით. მწუხარებას გამოვთქვამ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა ანულირებული იქნა გასულ ნოემბერს. ეს საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო“ - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გიგი უგულავასთან დაკავშირებით ბადებს შეკითხვებს და აღრმავებს შეშფოთებას. მეშტერჰაზი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მოვლენა ოპოზიციასა და მთავრობას შორის პოლიტიკურ დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს და აღრმავებს პოლიტიკური პოლარიზაციისა და დაძაბულობის პროცესს.

„მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შექმნას ისეთი მდგომარეობა, რომ განახლდეს დიალოგი უმრავლესობასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა აღდგეს ქართველ ხალხში ნდობის შეგრძნება, რომელიც იქნება იმის გარანტორი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.“

„ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მოხდეს საქართველოსთვის ასამბლეის მხრიდან მხარდაჭერა აღნიშნულ პროცესში. მე ველოდები ველოდები საქართველო-NATO-ს საპარლამენტო საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე ბოლო მოვლენების განხილვას“ - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42