თამაშდამოკიდებულები სარეაბილიტაციო კურსს "კამარაში" ევროპაბეთ-ის დაფინანსებით გაივლიან
საზოგადოება - 17:52, 25 Feb, 2020     1235

ნებისმიერი პირი, რომელიც თავს თამაშზე დამოკიდებულად მიიჩნევს, ფსიქო-სარეაბილიტაციო კომპლექსურ კურსს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრ „კამარაში“გაივლის კო0მპანია „ევროპაბეთის“ დაფინანსებით,

„კამარას“ ხელმძღვანელის, ნათია ფანჯიკიძის განცხადებით, თამაშდამოკიდებულთა მიერ სარეაბილიტაციო კურსზე პირველი 36-კაციანი ჯგუფი უკვე დაკომპლექტდა. სარეაბილიტაციო კურსი, რომელიც 6 თვის განმავლობაში გრძელდება, კომპანია „ევროპაბეთმა“ დააფინანსა და მისი გავლა ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია და ის მუდმივად გრძელდება.

„კამარა“ პირველია იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს შორის, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში, ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს. „კამარას“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „ევროპაბეთის“ ამ მასშტაბურ კამპანიას მიესალმება და დადებითად აფასებს.

„მიუხედავად იმისა, რომ, ერთგვარად, ცინიკური შეიძლება ჩანდეს, დაგაფინანსოს დაწესებულებამ, სადაც დაავადდი, კარგია, რომ თავად ბიზნესისგან წამოვიდა შემოთავაზება, დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც თამაში გართობის ნაცვლად დაავადებად ექცა“, - აცხადებს ნათია ფანჯიკიძე.

„კამარადან“ ჯერჯერობით 4 სპეციალისტია მობილიზებული, თუმცა ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ პროექტის ზრდის პარალელურად, შესაძლებელია, რომ „კამარას“ ადამიანური რესურსი უფრო დიდი დატვირთვით ჩაერთოს.

კურსი კვირაში 8-საათიანი ინტენსივობისაა, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, ორმაგი დიაგნოზით შემოსული პაციენტის შემთხვევაში, შესაძლებელია კურსის გაგრძელებაც ადამიანის სრულ განკურნებამდე.

„კამარაში ფასიანი თერაპია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ძალიან ხშირად გვწერდნენ გვერდზე უკმაყოფილო ადამიანები, რატომ არ არის უფასო სერვისიო, რადგან თვის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნაში სხვა ყველაფერთან შედარებით ძვირი არაა, მაინც ძვირია ბევრისთვის. „ევროპაბეთი“ ზუსტად იმდენს იხდის პაციენტისთვის, როგორი ტარიფიცაა ჩვენთან და არც ერთი თეთრით მეტს. ამდენად, „კამარა“ ამ მემორანდუმით არ მდიდრდება, მხოლოდ საშუალება გვეძლევა ბევრი ადამიანი მივიღოთ უფასოდ“, - განმარტა ფანჯიკიძემ დამატებით.

ეს არის პასუხისმგებლიანი თამაშის მთავარი პრინციპი, რომელსაც „ევროპაბეთის“ მასშტაბური კამპანია ეფუძნება. თამაში მხოლოდ სიამოვნებისთვის responsible.ge-ს პროექტში სამ ძირითად მიმართულებად გაიშალა.

რეკლამის თვითრეგულირება, რომლის ფარგლებშიც, „ევროპაბეთმა“ მთლიანად შეზღუდა გარერეკლამა და სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის რეგულირება იყო პირველი ნაბიჯი, რაც კომპანიამ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გადადგა. 2019 წლის ბოლოს „ევროპაბეთმა“ ყველა სარეკლამო გარე ბანერი ჩამოხსნა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42