"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
მსოფლიო - 13:27, 25 Feb, 2020     26312

ჩინელმა ექიმებმა შექმნეს ვაქცინა კორონავირუსთან საბრძოლველად, რომლის გამოცდები ამ დრომდე მიმდინარეობს და მალე დასრულდება- ამის შესახებ მოსკოვში განუცხადა მედიას ჩინეთის ელჩმა რუსეთში. დიპლომატის თქმით, ჩინური მედიცინა აჩვენებს თავის ეფექტურობას ვირუსთან ბრძოლაში, რომლის ფონზეც მისი გავრცელება 80-85 % -ით შემცირდა.

ჩინელმა დიპლომატმა, ჩან ხანხუეიმ განაცხადა, ვაქცინა ხელს შეუწყობს ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის გაძლიერებას, რომლის შემდეგაც დაავადება ვეღარ დააზარალებს ადამიანის სასიცოცხლო ორგანოებს.

„ჩინეთში უკვე არსებობს მტკიცე რწმენა, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში საბოლოოდ გავიმარჯვებთ ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში. გარდა დაავადების ეპიცენტრის, უხანისა, უმრავლეს პროვინციასა და ქალაქში თვის ბოლოდან უკვე აღდგება ცხოვრების ჩვეული პროცესი. რაც შეეხება მრავალმილიონიან ქალაქ უხანს, ეპიდემია მარტის ბოლომდე დამარცხდება. ჩინეთში უკვე შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც იმუნიტეტს აჩვენებს, მაგრამ ეს წინასწარი შედეგებია, დამატებით კიდევ საჭიროა გარკვეული პერიოდი შემდგომი ექსპერიმენტებისა და მონაცემების დამუშავება-აღწერისთვის“ - განაცხადა ჩინეთის ელჩმა რუსეთში.

მისი თქმით, ყოველდღიურად 2000 ადამიანი ინკურნება, ხოლო დაინფიცირების დღიური შემთხვევა რამდენიმე ასეულამდეა შემცირებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42