ჰოვერბორდი ელექტროტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობაა. ორბორბლიანი, პორტატული მოწყობილობა, რომელსაც ხშირად როგორც თვითბალანსირებულ სკუტერს ისე მოიხსენიებენ, საუკეთესო საშუალებაა მცირე მანძილზე გადასაადგილებლად. მისი დასადგომი პლატფორმა ბორბლებს შორისაა მოთავსებული. აკუმულატორის დამუხტვას 2 საათი სჭირდება და ფარავს დაახლოებით 20 კმ მანძილს. მასალად დარეზინებულ პლასტმასს, ლითონსა და კაუჩუკს იყენებენ.
ჰოვერბორდები პოპულარობით სარგებლობს ბავშვებსა და თინეიჯერებში, როგორც გართობის საშუალება. ამასთან, მსუბუქ და ფერად ჰოვერბორდებს აქირავებენ ტურისტების თავშეყრის ადგილებში - დიდ პარკებში. იგი კიდევ უფრო მიმზიდველ ტრანსპორტად იქცევა წლების შემდეგ, ელექტროტრანსპორტის სხვა სახეობებთან ერთად, რათა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება შემცირდეს.
რამდენად რთულია ჰოვერბორდის მართვა?
ჰოვერბორდის მართვა, ერთი შეხედვით, მარტივი როდია, თუმცა პრაქტიკა თავისას შვრება და რამდენიმე ცდის შემდეგ, უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი მასზე დადგომა და გადაადგილება. რჩევ ასეთია: ჰოვერბორდი მოათავსეთ მაგარ ზედაპირზე თქვენ წინ და ეცადეთ ერთი ფეხით მყარად დადგეთ მასზე. ამის შემდეგ მოათავსეთ მეორე ფეხიც დასადგომ პლატფორმაზე. ამასთან, ეცადეთ ფეხებს შორის რაც შეიძლება დიდი მანძილი იყოს. იგი სხეულის ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ ჰოვერბორდი სათამაშო არაა. მართალია, ის გასართობად გამოიყენება, თუმცა თუ არასერიოზულად მოეკიდებით მის მართვას, შესაძლოა, სხეულის დაზიანებაც მიიღოთ. ჰოვერბორდით გადაადგილება საფეხმავლო ბილიკებზე, პარკებში, სკვერებსა და ზოგიერთ ქვეყანაში სავაჭრო ცენტრებშიც კი შეიძლება.
სად შევიძინოთ ჰოვერბორდები ?
ბოლო დროს ტრადიციულ ვაჭრობას დიდ კონკურენციას უწევს ონლაინ ვაჭრობა, რასაც პროდუქციის მრავალფეროვნებასთან ერთად, დაბალი ფასი, გადახდის ალტერნატიული მეთოდები და სწრაფი საკურიერო მომსახურება განაპირობებს, რომ არაფერი ვთქვათ დაზოგილ დროსა და ენერგიაზე, რომელიც საყიდლებზე წასვლას სდევს თან. სწორედ ამიტომაც ინტერნეტ მაღაზიებში მუდმივად იზრდება ჰოვერბორდების გამომწერთა რიცხვიც. ჩვენი ქვეყნის ბაზარზე უკვე მეორე წელია თავის სიტყვას ამბობს ლილოს ონლაინ მაღაზია - Liloshop.ge. მას ათასობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს საქართველოს ყველა რეგიონში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ხელმისაწვდომ ფასად მისი სავიზიტო ბარათია. ელექტროტრანსპორტის სხვა სახეობებთან ერთად, ნაირფერი ჰოვერბორდების შეძენა სწორედ lilishop-ზეა შესაძლებელი.
რა ღირს ჰოვერბორდები?
ჰოვერბორდების ფასწარმოქმნაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად, მოწყობილობის ზომა, ბორბლებისა და კორპუსის მასალა, გარანტიის ხანგრძლივობა აკუმულატორზე, პლატასა და ძრავზე, რომელიც არაპირდაპირ გვაწვდის ინფორმაციას ნივთის ხარისხზე. Liloshop-ი აგრძელებს „ლილო მოლის“ ტრადიციას ფასების ხელმისაწვდომობის კუთხით, აქ ჰოვერბორდები 280-620 ლარამდე ღირს. შესაბამისად, სპორტისა და ტურიზმის კატეგორიაში, ნებისმიერი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ადამიანი იპოვის სასურველ ჰოვერბორდს დიზაინის, ფერისა თუ სხვა მახასიათებლის მიხედვით.
წლების შემდეგ ჰოვერბორდი თანამედროვე ტრანსპორტის რიგებში ადგილს მყარად დაიმკვიდრებს.
მასალის გამოყენების პირობები






