ანტარქტიდის ჩრდილოეთ ნაწილს 9 დღიანი გაუსაძლისი სიცხეები დაატყდა თავს . ნასას ახალი აეროკოსმოსური ფოტოების თანახმად, ყინულოვანი კონტინენტის კუნძულზე თოვლიანი საფარის მეოთხედი რამდენიმე დღეში გადნა, რაც ხაზს უსვამს გლობალური დათბობის მაღალ ტენდეციებზე.
ფოტოებზე ასახულია, თუ როგორ გამოიყურებოდა მასშტაბურ სიცხეებამდე და მას შემდეგ „არწივის კუნძულის“ თოვლიანი საფარი კოსმოსიდან. ამის შესახებ წერს CNN-ი.
2020 წლის 7 თებერვალს დაფიქსირდა ანტარქტიდის კონტინენტზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 18.3 °C გრადუსი. ზუსტად ანალოგიური ტემპერატურა აღინიშნა იმავე დღესაც ლოს-ანჯელესში.
გეოლოგები აღნიშნავენ, რომ მათ არ დაუფიქსირებიათ აქამდე ყინულის დნობის მსგავსი მასშტაბური პრეცედენტები. მაური პელტოს თქმით, აღნიშნული შემთხვევები ხდება ხოლმე ალასკასა და გრენლანდიაში, თუმცა ანტარქტიდაზე ყინულის დნობის ამგვარი მოცემულობა ძალზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო ოკეანის წყლის დონის შესაცვლელად.
მასალის გამოყენების პირობები






