მექსიკაში, 12 წლის ბიჭმა პიტ ბულის ლეკვი თავშესაფრის კარებთან დატოვა. ყუთში პატარა ცხოველთან ერთად იყო გულისამაჩუყებელი წერილიც, რომელშიც ის მძიმე გადაწყვეტილების მიზეზზე წერდა.
ბიჭი, რომელიც საკუთარ თავს ანდრესს უწოდებს, წერს :
"მე ანდრესი მქვია და 12 წლის ვარ. დედასთან ერთად გადავწყვიტე, რომ ძაღლი თქვენთვის მომებარებინა და ასე დამემალა მამაჩემისგან. ის მის გაყიდვას აპირებდა, ცუდად ექცეოდა და ურტყამდა. ერთ დღეს ისე ძლიერად დაარტყა, რომ მას კუდი ახლაც სტკივა. იმედია შეძლებთ დახმარებას და მის მოვლას. საყვარელ სათამაშოს ვუტოვებ, რომ არ დამივიწყოს".
აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუქზე თავშესაფარმა გაავრცელა.
პიტ ბულის ლეკვს რენე ჰქვია. პოსტის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში 300-ზე მეტმა ადამიანმა ისურვა მისი ოჯახში წაყვანა. თავშესაფარი მსურველებს ახსენებს, რომ ადგილზე კიდევ 120 ძაღლია, რომელსაც თბილი, მყუდრო და უსაფრთხო სახლი სჭირდება.
ლეკვი ვეტერინარმაც შეამოწმა და ის მალე გამოჯანმრთელდება.
შენიშვნა: წყარო CNN
მასალის გამოყენების პირობები






