„ახალი ამ ეტაპისთვის არის ის, რომ გარდაცვლილია 5 ადამინაი და მათ ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები, ხუთივე ხანდაზმული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეპიცენტრიდან შორს ვართ, ადამიანები აქაც პანიკაში არიან, თავა არიდებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას. ვითარება არის ისეთი, რომ პირბადეს ვერ იყიდი. აფთიაქებში დილით მიღებული უკვე გაყიდული დამხვდა. სადეზინფენქიო ხსნარებსაც კი ფასი დაადეს. ამბობენ, რომ ვირუსმა, სამწყხაროდ სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლა“ - გვიყვება ხათუნა შარაძე.
იტალიაში საქართველოს საელჩო მოუწოდა იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები:
„ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ, ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






