იტალიის მთავრობის მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილებით, ვენეციის კარნავალი შეწყდა ქვეყანაში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო. ამის შესახებ წერს BBC.
ვენეტოს რეგიონში ადგილობრივი მთავრობის თქმით, მასშტაბური ღნისძიება კვირას დასრულდება, დაგეგმილზე ორი დღით ადრე.
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მასშტაბური მაჩვენებელი ფიქსირდება - 152 შემთხვევა. ოფიციალურად კი უკვე 4 ადამიანია გარდაცვლილი.
იტალიამ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა ორ ყველაზე „ცხელი წერტილის“ მქონე რეგიონში მილანთან და ვენეციასთან.
დაახლოებით 50 000 ადამიანს ეკრძალება ვენეტოსა და ლომბარდიის რეგიონში სპეციალური შეზღუდვების გარეშე საცხოვრებლების დატოვება. ზემოხსენებულ ტერიტორიებზე ძალზე ბევრმა ბიზნეს კომპანიამ შეაჩერა მუშაობა და აგრეთვე სკოლებმაც შეწყვიტეს ფუნქციონირება, აგრეთვე ყოველგვარი სპორტული თამაშები შეჩერებულია.
BBC-ის ჟურნალისტი ტვიტერის გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, სადაც წერს:
„ ჩვენ საკარანტინო ზონასთან რამდენიმე მეტრში ვიმყოფებით კოდონიოსთან, რომელიც დაავადების გავრცელების წყაროა. პოლიცია ამბობს, თუ ჩვენ გადავალთ ამ ტერიტორიაზე, განგვათავსებენ კარანტინში და გარკვეული დროის განმავლობაში არ გვექნება იქიდან გამოსვლის საშუალება. ქალაქის ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, 16 000 -იან დასახლებულ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ხილისა და ბოსტნეულის მაღაზია ფუნქციონირებს.“
მასალის გამოყენების პირობები






