ჩრდილოეთ კორეაში მთავრობის გადაწყვეტილებით, 380 უცხოელი ადამიანი კარანტინის ზონაშია მოთავსებული, რათა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შეამცირონ.
კორეული ცენტრალური სამაუწყებლო კომპანიების განცხადებით, უცხოელები ძირითადად არიან დიპლომატები, რომლებიც ფხენიანში იმყოფებიან თავიანთ სტრუქტურებში იზოლირებულნი.
გაცხადებული ინფორმაციით, 200 უცხოელი 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კარანტინში , თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის ფართოდ გავრცელების ფონზე, კარანტინში მყოფებს უფრო მეტი ხნით აიძულებენ იზოლირებულ ზონაში დარჩენას.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის გარდა კორონავირუსი 29 ქვეყანაშია გავრცელებული- ევროპაში დაინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვები იტალიაში დაფიქსირდა-152 შემთხვევა.
საერთო ჯამში კი, 2600-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 77 150 კი ინფიცირებული .
მასალის გამოყენების პირობები






