ხმები იმის შესახებ, რომ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის საესკადრო ნაღმოსანს USS «Zumwalt» წყალში მომავალი წლის გაზაფხულზე ჩაუშვებენ, ზედმეტად გადაჭარბებული აღმოჩნდა, იუწყება Gearmix.ru.

„ეს არის Bath Iron Works-ის მიერ ოდესმე შექმნილ გემთა შორის უდიდესი და ყველაზე დიდი საესკადრო ნაღმოსანი აშშ-ს ფლოტში. მისი ჩაშვება უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბითა და სირთულით“, - აღნიშნავს Zumwalt-ის კლასის ხომალდების შექმნის პროგრამის ხელმძღვანელი - კაპიტანი ჯიმ დაუნი.
„მაგრამ ზუსტი დაგეგმვისა და შესრულების წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, - ამბობს კაპიტანი.

სავარაუდოდ, გემი სრულ ოპერაციულ სიმძლავრეს მიაღწევს - უფრო ზუსტად, სრულად აღჭურვილ და მომზადებულ გუნდს მიიღებს და საბრძოლო ოპერაციებისთვის მზად იქმება - 2016 წლის დასაწყისისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ USS Zumwalt-ს 78 მეგავატი ენერგიის გენერირება შეუძლია, დიდი შანსია, რომ მას გამოიყენებენ ფლოტის საიდუმლო ცდებისთვის, ისეთი სისტემის პროტოტიპის შესაქმნელად, რომელსაც საბრძოლო მასალის სროლა ბგერის სიჩქარეზე შვიდჯერ სწრაფად შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები






