შვეიცარიაში, ლოზანოს უნივერსიტეტის კარდიოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კვირაში ორჯერ დღის განმავლობაში ხანმოკლე ძილი გულის შეტევის რისკს 48 %-ით ამცირებს. მკვლევარები აღნიშნულ კვლევაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ექსპერტები კვლევის ფარგლებში დიდ ყურადღებას აქცევდნენ ძილის სიხშირესა და ხანგრძლივობას დღის განმავლობაში. ექსპერიმენტში მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც დღის განმავლობაში ყოველ დღე იძინებდა, გულის შეტევის რისკი კი არ იკლებდა, პირიქით მატულობდა, ხოლო ისინი, ვინც კვირაში დღის განმავლობაში ორჯერ იძინებდნენ, გულის შეტევის რისკი უმცირდებოდათ- ამ შემთხვევაში კი ძილის ხანგრძლივობა არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი.
ექსპერიმენტში მონაწილეობა 35-იდან 75 წლამდე 3,4 ათასამდე ადამიანმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






