პეტერბურგის მორგის მომსახურე პერსონალმა კორპორატიული საღამოს ფარგლებში სამშობლოს დამცველთა დღე იზეიმეს. აღნიშნული მოვლენის მამაკაცებისათვის მისალოცად სტრიპტიზის ორი მოცეკვავე მოიყვანეს, რომლებმაც მედიკოსების წინ სექსუალური საცეკვაო მოძრაობები შეასრულეს. მოცეკვავეებმა სწრაფადვე გაიხადეს მაყურებელთა წინაშე და თითქმის სრულიად შიშვლებმა იცეკვეს ექიმებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “komsomolskaya pravda”.
ეს ფაქტი რა თქმა უნდა არ დარჩენილა სოციალური მედიის ყურადღების გარეშე, სადაც ამავე მოვლენის ამსახველი არაერთი ფოტო-ვიდეო მასალა გავრცელდა ტვიტერის სხვადასხვა გვერდებზე.
მორგის თანამშრომლები ამ სკანდალურ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ- ვიდეოს გავრცელებიდან მეორე დღიდანვე მედიკოსები ცდილობენ მედიის ყოველგვარ შეკითხვებს თავი აარიდონ,თუმცა მორგის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, ცეკვა გაიმართა ორდინატურის ოთახში, სადაც გარდაცვლილთა სხეულები არ არის წარმოდგენილი და ეს არ არის კანონდარღვევა.

მასალის გამოყენების პირობები






