“DEFENDER EUROPE 2020”-ში მონაწილე ამერიკული ჯარის პირველი კონტიგენტი ქვეითი სამხედროების, ტანკებისა და აღჭურვილობის ჩათვლით ჩამოვიდა გერმანიის საპორტო ქალაქ ბრემერჰავენში.
ამერიკული არმიის ხელმძღვანელობის განცხადებით, საერთო ჯამში, 20 000 სამხედრო და 20 000 ტექნიკის ერთეული გაიგზავნება ატლანტიკის ოკეანის გავლით 6 სხვადასხვა ევროპულ ნავსადგურში, რომლებიც შემდგომში გაიგზავნება სამხედრო მანევრებისა და წვრთნების ჩატარების ლოკაციებზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად.
გაცხადებული ინფორმაციით, ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეითი მებრძოლებისა და სამხედრო ტექნიკისა განთავსდება ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთსა და პოლონეთში.
ამერიკული არმიის თქმით, „ევროპის მცველი 2020“ მოახდენს ამერიკული საჯარისო შენაერთების სწრაფად გადასროლისა და მანევრირების უნარების დემონსტრირებას ნატოელ პარტნიორთა დასახმარებლად.
„ევროპის მცველი 2020“ იქნება ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება.აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იქნება 18 ქვეყნის შეიარაღებული ძალები. გეგმის თანახმად, 20 000 ამერიკელი სამხედროს ტრანსპორტირება იგეგმება ამერიკიდან ევროპაში, რომელთა უმრავლესობა გაიგზავნება პოლონეთში. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 6000 საბრძოლო მანქანა, 1500 სატრანსპორტო და 2500 აღჭურვილობის მომმარაგებელი ე.წ კონტეინერები. ზემოხსენებული ტექნიკა პოლონეთში გაიგზავნე 90 სარკინიგზო მატარებლითა და 20 საზღვაო ხომალდით.
ამერიკელი ჯარისკაცები და მძიმე ტექნიკა თავდაპირველად გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების პორტებში გადმოიტვირთება, საიდანაც გადანაწილდებიან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში სარკინიგზო ან საავტომობილი გზების გამოყენების საშუალებით.
საერთო ჯამში წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 37 000 სამხედრო, რომლებიც ჩაატარებენ სამხედრო მანევრებს თებერვლიდან ივნისის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ წვრთნები ბალტიის ქვეყნების პარალელურად საქართველოშიც ჩატარდება.
სწავლება დაიწყება აპრილში და მაისის თვეში უკვე მოიცავს 10 სახელმწიფოს.
მასალის გამოყენების პირობები






