"ყველანაირად ვარ უდანაშაულო, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს პროცესი" - მიხეილ კალანდიას ბოლო სიტყვა სასამართლო პროცესზე
საზოგადოება - 18:40, 21 Feb, 2020     1696

დღეს, საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა დასრულდა.

25 თებერვალს სასამართლო გამოაცხადებს, არის თუ არა დამნაშავე კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში. მას დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას ედავებიან.

დღეს კალანდიამ სასამრთლოზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ იგი უდანაშაულოა.

"მინდა, რომ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. დარწმუნებული ვარ, ყველა იქ მყოფი პირისთვის ამ ამბის გადატანა ძალიან რთული იყო. მიუხედავად იმისა, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, დღეს ამ ამბავს აღარაფერი ეშველება, იმ ბავშვებს არაფერი ეშველება. ეს არ ნიშნავს რომ პროკურატურამ ყველაფერი უნდა დაივიწყოს და უდანაშაულო ხალხი ციხეში გაუშვას. იმის მომხრეები ვართ, რომ ასეთი ტრაგედიები არ იყოს პოლიტიკური ანგაჟირებული. იმ საქმეზე, რომელზეც შეიქმნა კომისიები და იმართებოდა აქციები…მიუხედავად იმისა, რაც ჩემ გარშემო იყო, ჩავაბარე იურიდიულზე და ეს გადავწყვიტე იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე ის სიბინძურეები, რაც ხდებოდა ჩემს თავს, განვიცადე ის საფუძველსმოკლებული ბრალდებები, რაც იყო... ჩემი ოჯახი სიმართლით იბრძოდა და ჩვენს მხარეს ყოველთვის სიმართლე იყო. ერთადერთი დაინტერესებული მხარე, ვინც იბრძოდა სიმართლე გარკვეულიყო...

მოხდა ეს ამბავი, დატრიალდა ტრაგედია, მამაჩემი ციხეში იყო, მე გარეთ ვერ გამოვდიოდი და მაინც შევძელი ჩამებარებინა. ამ ტანჯვის შემდეგ პროკურატურამ სიურპრიზი გამიკეთა...

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვარ აქ, რომ ვერ შეძლო პროკურატურამ თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება, რომ ვერ გამოვიძიეთ საქმე, ვერ გამოვიძიეთ, ვინ მოკლა სარალიძე...

მივედით მოვგვარდით, არანაირი დაძაბული საუბარი ან რაღაცა ის ვითარება, რომ ვინმეს ეფიქრა დაძაბულობაზე არ ყოფილა. სარალიძისგან გამომდინარე დაიძაბა სიტუაცია...

ჩემი ფარდულში შესვლის მიზანი იყო, რომ ჯანაშიას დავხმარებოდი. მე რასაც ვხედავდი, ჯანაშია ფართხალებდა და მიზნად მქონდა, რომ შევსულიყავი და ვეჯაჯგურებოდი სარალიძეს, ვცდილობდი ჩემს თავზე ამეღო დარტყმა...

ყველანაირად ვარ უდანაშაულო, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს პროცესი. უსამართლობამ რომ გაიმარჯვოს, ციხეში ჩასაჯდომადაც მზად ვარ. ყველა ის პირი, ვინც ამას ხელი შეუწყო, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. არაფერი არ იმალება და ამის იმედი მაქვს. მე მივხვდი მთავარს, რომ შენს თავთან იყო ადამიანი მართალი...

დღეს იმ რეალობაში ვართ, რომ პროკურატურა გვყავს პოლიტიკურად ანგაჟირებული...

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შევედი ავადსახსენებლ ფარდულში, რომ ჯანაშია გადამერჩინა..." - განაცხადა მიხეილ კალანდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42