ოზურგეთის მერია 8 მარტს, 40 წარმატებულ ქალს საჩუქრად მიქსერს გადასცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 11 460 ლარს სეადგენს და მასში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიების უზრუნველყოფაც შედის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მიქსერები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 40 წარმატებულ ქალს გადაეცემა.
აღნისნულ ფაქტზე დაკავშირებით, თუ რატომ შეირჩა ქალებისთვის საჩუქრად კონკრეტულად მიქსერი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე განმარტავს.
"მიქსერის ჩუქება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს არის საოჯახო ნივთი და მისით ისარგებლებს ოჯახში მცხოვრები ყველა ადამიანი. საერთო სარგებლობის ნივთია და არა პირადი მოხმარების საგანი. წარმატებულ ქალებს ჩვენ სხვა საჩუქრებსაც ვუმზადებთ. მოეწყობა ღონისძიება, ფურშეტითა და კონცერტით, გადავცემთ თაიგულებს და მადლობის ბარათებს მათი წარმატებული საქმიანობისთვის".- განაცხადა მარინა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ასევე რომ ამავე თარიღის, 8 მარტის აღსანიშნავად, ზუგდიდის მერია ქალბატონებს ხორცსაკებ მანქანით დაასაჩუქრებს.
მასალის გამოყენების პირობები






