თურქეთმა რუსულ საფრონტო ბომბდამშენენ სუ-24-ებს თავისი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული გამოცემა AVIA.pro. რამდენიმე საათით ადრე ოფიციალურმა ანკარამ არ მისცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავ TU-154-ს თავის საჰაერო სივრცეში შეფრენის უფლება.
როგორც ინფორმაციის გამავრცელებლები იუწყებიან, რუსმა სამხედროებმა სთხოვეს თურქულ მხარეს სირიაში არსებულ ჰმეიმის ბაზაზე მისასვლელად მიეცათ უფლება თურქული საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, რაზეც უარი მიიღეს ოფიციალური ანკარისგან, რის გამოც რუსულ თვითმფრინავებს კასპიის ზღვის, ირანისა და ერაყის გავლით მოუწიათ სირიაში ჩაფრენა.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში ასადის მიერ ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბის რეგიონში, აგრესიული მოქმედებების ფონზე ძალზე დაძაბული ურთიერთობაა- თურქ და რუს სამხედროებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება მშვიდობიან თანამშრომლობაზე სირიაში, რასაც ანკარის თქმით, რუსეთის ინდეფერენტული დამოკიდებულება უძღვის წინ ასადის რეჟიმის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






