მაიამის აეროპორტში რუსეთის მთავრობაზე მომუშავე მექსიკელი ჯაშუშობისთვის დააკავეს
მსოფლიო - 16:54, 19 Feb, 2020     1532

ამერიკაში დააკავეს მექსიკის მოქალაქე, რომელიც რუსეთის უშიშროებისთვის მომუშავე აგენტი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში მყოფი მექსიკის მოქალაქე, ექტორ ალეხანდრო კაბრერა ფუენტესი მოქმედებდა რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ. ამის შესახებ წერს NBC-ი.

ცხადდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფუენტესი დაქირავებული იყო რუსეთის მთავრობის მოქმედი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ. დავალების თანახმად, მექსიკელ აგენტს უნდა დაექირავებინა საცხოვრებელი მაიამიში, რომლის შესახებაც არ უნდა ეცნობებინა თავისი ოჯახისთვის.ამის შემდეგ ფუენტესი წავიდა რუსეთში და მის ზემდგომ პირებთან ერთად განიხილა დავალების დეტალები.

იუსტიციის დეპარტამენტის თქმით, რუსეთის მთავრობის წევრმა ფუენტესს მიაწოდა ინფორმაცია ამერიკის მთავრობის წარმომადგენლის მანქანის შესახებ, რომლის ადგილმდებარეობა "აგენტს'' უნდა დაედგინა, მოეპოვებინა ობიექტის სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი და აღენიშნა ავტომობილის ფიზიკური ადგილმდებარეობა.

ფუენტესი შევიდა იმ საცხოვრებელ ზონაში, სადაც ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი ცხოვრობდა გასულ ხუთშაბათს. იგი დაცვამ შეაჩერა,რადგან ვერ დაასახელა სწორად იმ ადამიანის სახელი და გვარი ვის სანახავადაც იყო მოსული, ამასობაში კი მისმა ცოლმა გადაუღო ფოტოები ამერიკის მთავრობის წევრის მანქანის სანომრე ნიშნებს.

თავის რუს ხელმძღვანელებთან ამ წლის აპრილში ან მაისში უნდა გამართულიყო შეხვედრა, რომლის დროსაც მას ამერიკის სამთავრობო პირის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია უნდა წარედგინა დამკვეთებისთვის. 2020 წლის 16 თებერვალს ფუენტესი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს მაშინ, როდესაც იგი მეხიკოში მიდიოდა. სამართალდამცავთა თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნის სანომრე ნიშნები იქნა აღმოჩენილი მექსიკელის ტელეფონში, WHATSAPP-ის აპლიკაციაში, რომლის შემდეგაც მამაკაცმა აღიარა პოლიციელებთან საუბრისას, რომ მან აღნიშნული ოპერაცია რუსეთის მთავრობის დავალებით განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42