რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, სირიაში ახალი სამხედრო ოპერაცია უკვე დაგეგმილია თურქეთის მიერ და შესაძლოა დაიწყოს ნებისმიერ მომენტში.
„ანკარა არ დაუშვებს, რომ იდლიბის რეგიონი ასადისა და მისი მარიონეტების ხელში გადავიდეს“ - განაცხადა ერდოღანმა. პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თუ სირიის შეიარაღებული ძალები არ გაიყვანენ დაკავებული ტერიტორიებიდან შეიარაღებულ ფორმირებებს, თურქული ჯარი დაიწყებს სრულმასშტაბიან შეტევას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს AL JAZEERA.
„სამხედრო ოპერაცია გარდაუვალია. ვითვლით და ჩვენს საბოლოო გაფრთხილებას ვაჟღერებთ“
პრეზიდენტის თქმით, ჩრდილო დასავლეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე რუსეთთან ვერ შედგა მოლაპარაკება და გააფრთხილა კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყება უბრალოდ დროის საკითხია.
თურქ კანონმდებლებთან საუბარში, ერდოღანმა აღნიშნა არაერთხელ, რომ ნებისმიერ ფასად შეეცდება იდლიბი უსაფრთხო, „მშვიდობიან“ ზონად აქციოს.
მასალის გამოყენების პირობები






