იაპონიაში, ოკაიამაში ყოველწლიური „შიშველი ფესტივალი“ გაიმართა. „ჰაკადა მაცურის“ სახელით ცნობილი ღონისძიება იაპონიაში ყოველწლიურად იმართება, ყოველი თებერვლის მესამე შაბათ დღეს საიდაიჯი კანონინის ტაძარში.
აღნიშნულ ფესტივალში მხოლოდ კაცები იღბენ მონაწილეობას- წელს 10 000-მა შიშველმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში. ამის შესახებ წერს CNN-ი.
მამაკაცები გამოწყობილნი არიან თეთრი ფერის ზეწრებში, რომლებიც შემოხვეული აქვთ წელზე. „შიშველ ფესტივალზე“ ზეიმობენ, აკურთხებენ და ლოცავენ ბარაქიან მოსავალს, კეთილდღეობას და ნაყოფიერებას. ფესტივალი იწყება 3:20 საათზე, რა დროსაც კაცები ნახევრად შიშვლები ტაძრის ტერიტორიაზე დარბიან- შემდეგ კი შენობის ფანჯრებიდან მათი მისამართით ჯოხებს ისვრიან. ისინი, ვინც ამ ჯოხების დაჭერას შეძლებენ, მთელი წლის მანძილზე იღბლიანები იქნებიან.
მასალის გამოყენების პირობები






