ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციის, APPLE-ის პროგნოზირებით, ჩინეთში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციის ფონზე კომპანიის შემოსავლები საგრძნობლად შემცირდება. მოსალოდნელია IPHONE-ის გაყიდვის შემცირება.
გაცხადებული ინფორმაციით, კომპანია წლის პირველ მეოთხედში თავის რეკორდზე გეგმავდა „გასვლას“- ხელმძღვანელთა პროგნოზირებით, საწყის 4 თვეში კომპანიაში $67 მილიარდი დოლარი უნდა დაფიქსირებულიყო შემოსავლის სახით.
BBC-ის თქმით, ჩინეთში სტივ ჯობსის მიერ დაარსებული კომპანიის მაღაზიები ან სრულად დახურულია, ან ძალზე შეზღუდული საათების განმავლობაში ფუნქციონირებს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ვირუსის გამო შესაძლებელია, რომ „კატასტროფულად“ შემცირდეს სმარტფონებზე მოთხოვნა ჩინეთში, რომელიც ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს კომპანია APPLE-ისთვის.
ვირუსის გამო მძიმე დარტყმა მიიღო აგრეთვე მანქანების ინდუსტრიამაც, რომლის მომარაგების ქსელი ძალზე დაზიანებულია- გასულ კვირას კომპანია joseph Cyril Bamford-მა შეწყვიტა წარმოება ბრიტანეთში, იმის გამო რომ აუცილებელი კომპონენტების დეფიციტს განიცდის, რომელსაც ჩინეთიდან იღბდა
მასალის გამოყენების პირობები






