კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად მასშტაბურად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე 70 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირებული.
ჰუბეის პროვინციაში ერთი დღის განმავლობაში 100 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვი კი დაახლოებით 1800-ს შეადგენს. სიკვდილის ხუთი შემთხვევა დააფიქსირეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ- საფრანგეთში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, ფილიპინებსა და ტაივანში.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომის თქმით, შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება თუ მსოფლიოს რომელი მიმართულებით გავრცელდება პანდემია.
ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციამ ჩარტერული რეისი განახორციელა იაპონიაში და ტოკიოს ყურეში, კარანტინზე მყოფი საკრუიზო ხომალდიდან 400 ამერიკელი ჩამოიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით მათგან 40 ადამიანი ინფიცირებულია.
შეგახსენებთ, რომ “DIAMON PRINCESS’’-ის ხომადლი იაპონიის პორტ იოკოჰამაში გაჩერებულია 3 თებერვლიდან დღემდე, სადაც 3700 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






