იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტესთან შესახვედრად - მეუფე ნიკოლოზი
საზოგადოება - 15:48, 15 Feb, 2020     1652

იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მირქმის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მეუფე ნიკოლოზმა გაიხსენა პატრიარქის ქადაგება მეორედ მოსვლის შესახებ და აღნიშნა ისიც, რომ მას გაუგებრობა მოყვა, მეუფის განცხადებით ჩვენი პატრიარქი ემზადება ქრისტესთან შესახვედრად და ჩვენც გვამზადებს მასთან შესახვედრად, მიტროპოლიტის განმარტებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ პატრიარქის ყოველი ქადაგება.

„ცოტა ხნის წინ, პატრიარქმა ბრძანა, რომ მეორედ მოსვლამდე შეიძლება საათები არის დარჩენილი და ამან გამოიწვია შეძრწუნება საზოგადოებაში. სახარებაში არის ასეთი ადგილი, როდესაც მოგვები მოვიდნენ იერუსალიმში და როდესაც მეფე იროდის უთხრეს, რომ იშვა ძე ღვთისა ქრისტე, სახარებაში ასე წერია - შეძრწუნდა მეფე იროდი და მთელი იერუსალიმი შეძრწუნდა მასთან ერთად. რამ შეაძრწუნა იერუსალიმი, რატომ შეშინდა იერუსალიმი?! ქრისტე მოვიდა მხსნელი სოფლისა. აი, სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა ჩვენ გვითხრა შეფარული სახით და ეს სწორედ ეხება დღევანდელ დღეს.

იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად.

მე არ ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მზად, მე საკუთარ თავზეც ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ. უნდა მოვაგროვოთ ეს კეთილი საქმეები. მოწყალების, სარწმუნოების საქმე, რომ ჩვენ მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქი ემზადება ქრისტესთან შესახვედრად და ჩვენც გვამზადებს მასთან შესახვედრად“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42