რუსეთში, კორონავირუსის კარანტინიდან ექიმების არაკომპეტენტურობისა და მძიმე პირობების გამო პაციენტები გარბიან
მსოფლიო - 12:56, 13 Feb, 2020     3521

რუსეთში კორონავირუსის საკარანტინო ზონიდან პაციენტები გაიქცნენ. ქალები, რომლებიც კორონავირუსის გამო საავადმყოფოს კარანტინში იყვნენ მოთავსებულნი, გაიქცნენ სამკურნალო დაწესებულებიდან. გავრცელებული ინფორმაციით, მათი გაქცევის მიზეზი გახდა ის მძიმე პირობები, რომელიც საავადმყოფოში იყო.

ერთი პაციენტი გაიქცა პირდაპირ საავადმყოფოს ფანჯრიდან, მეორემ კი პალატაში არსებული ელექტრო დანადგარი მწყობრიდან გამოიყვანა, რათა საწოლიდან ამდგარიყო და გაქცეულიყო კარანტინიდან. ორივე მოქალაქე აცხადებს, რომ საავადმყოფოში შეინიშნებოდა ექიმების დაბალი კვალიფიციურობა და მძიმე პირობები, რის გამოც ისინი შიშობდნენ, რომ შეიძლებოდა თვითონაც გამხდარიყვნენ ინფიცირებულნი. ამის შესახებ ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს.

ფანჯრიდან გაქცეული, ჩინეთიდან სამარაში ჩამოსული რუსეთის მოქალაქის თქმით, მას შემდეგ რაც მისმა შვილმა თავი ცუდად იგრძნო და ტემპერატურა 37.3 უფიქსირდებოდა, გამოიძახა სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც ბიჭს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაუდგინა, რის გამოც არასრულწლოვანი და დედა საგანგებოდ გადაიყვანეს საავადმყოფოს იზოლაციურ განყოფილებაში.

მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობა პაციენტებს დაპირდა ტესტის შედეგების 3 დღეში მიწოდებაზე, ექიმებმა 5 დღის განმავლობაში არ მიაქციეს ყურადღება ზემოხსენებულ პაციენტებს, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

საავადმყოფოში იზოლაციიდაან მე-5 დღეს ქალმა თავის ქმარს სთხოვა, რომ მოეტანა ორსულობის შესამოწმებელი ტესტი, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო, აღნიშნულის შემდეგ კონფლიქტი მოხდა ქმარსა და საავადმყოფოს ადმინისტრაციას შორის, რადგან იგი მოითხოვდა მისი ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რაზეც უარი მიიღო და მის ცოლ-შვილს დამატებით 14 დღით განუსაზღვრეს სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენა.

მომხდარის შემდეგ, ოჯახმა გაქცევა გადაწყვიტა და ისინი საავადმყოფოს ფანჯრიდან გაიპარნენ. პოლიციამ ისინი სახლში დაკითხა, თუმცა მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ- ამჟამად თითოეული მათგანი ჯანმრთელია და კორონავირუსი არ უდასტურდებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42