FACEBOOK-მა ოთხშაბათს შეაჩერა იმ ვებ-გვერდების მუშაობა, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოიყენებოდა უკრაინასა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში და დეზინფორმაციების გავრცელებით იყო დაკავებული.
„მიუხედავად იმისა, რომ პრორუსული პროგპაგანდისტული გვერდების მმართველი ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობის შენიღბვას და ამგვარად კვალის არევას, ჩვენმა გამოძიებამ მიაკვლია რუსეთის სამხედრო დაზვერვის კვალს“ - ნათქვამია სოციალური ქსელის ოფიციალურ განცხადებაში.
ფეისბუქის კიბეუსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი, ნათანიელ გლეიშერი აცხადებს, რომ რუსული სპეცოპერაცია იყენებდა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე 100-ზე მეტ ყალბ ანგარიშს, რათა შეექმნათ ყალბი პერსონები, რომლებიც თავს ასაღებდნენ ჟურნალისტებად.
ზემოხსენებული გვერდები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს კორუფციაზე, ეთნიკურ დაძაბულობებზე, პოლიტიკოსებზე, ანტიდასავლურ რიტორიკასა და პრორუსულ დამოკიდებულებებზე.
მასალის გამოყენების პირობები






