DEUTSCHE WELLE-ს ინფორმაციით, ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში საფოსტო ოფისში აფეთქება მოხდა, რომელიც პოლიციის ვარაუდით, წერილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერების მიერ იყო გამოწვეული. მედიის ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამართალდამცავთა თქმით, საფოსტო კომპანიის ოფისში მომხდარი აფეთქება ტერორისტულ შეტევას უკავშირდება, რომლის მიზანიც შიშის დათესვაა.
ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტოებმა მოგვიანებით გაავრცელეს აფრეთვე ცნობა მეორე აფეთქების შესახებ, რომელიც ნიდერლანდების სამხრეთით, ქალაქ კერკადეში მოხდა. ამ დრომდე უცნობია, აღნიშნული ფაქტი იყო თუ არა დაკავშირებული პირველ აფეთქებასთან. პოლიცია უკანასკნელი თვის განმავლობაში ასაფეთქებელი მოწყობილობების საქმეს იძიებს. როგორც ცნობილია მსგავს თავდასხმებს ადგილი ჰქონდა სასტუმროში, ბენზინგასამართ სადგურსა და უძრავი ქონების სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები






