ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას და ხაზს უსვამს მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომ კორონავირუსს, რომელიც უკანსაკნელ პერიოდში ძალზე ფართოდ ვრცელდება, გამანადგურებელი შედეგები ექნება პატარა და ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებზე ინფექციის შეჩერების საკითხში. ამის შესახებ წერს CNN-ი.
„ ჩვენი გამოვთქვამთ უდიდეს შეშფოთებას იმ პოტენციური საფრთხის გამო, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან დაბალგანვითარებულ ჯანმრთელობის სისტემის მქონე ქვეყნებში, რომელსაც სავალალო შედეგები შესაძლოა, მოჰყვეს“,- განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის გარდა 500 ინფიცირების შემთხვევაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საერთო ჯამში კი 44 653 დაავადებული და 1120 გარდაცვლილია, რომელთა თითქმის 99 პროცენტი ჩინეთის კონტინეტურ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობაზე მოდის.
მასალის გამოყენების პირობები






