კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1100-ს აცდა, თუმცა აქ არის შესამჩნევი ნიშნები, რომ ეპიცენტრის ზონაში ყველაზე მასშტაბურად გავრცელდება დაავადება უახლოეს მომავალში და თავის „პიკს“ მიაღწევს.
შეშფოთბა იზრდება იმ ფონზე, რომ იაპონიაში საკრუიზო ხომალდი ამ დრომდე დაკავებულია და მგზავრებს ზემოხსენებული ზონის დატოვების უფლება არ აქვთ. დაძაბულობა იმ ფონზეც იმატებს, რომ კარანტინის ზონის ოფიცერიც დაავადებული აღმოჩნდა კორონავირუსისგან.
მხოლოდ ოთშაბათს, 24 საათის განმავლობაში ჰუბეის პროვინციაში ვირუსის გავრცელებამ 1638-ს მიაღწია. ამ დრომდე გაურკვეველია დაავადების შემოწმებისა და გამოვლენის კონკრეტული მეთოდები, რადგან ინკუბაციის პერიოდზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია. CNN-ის ინფორმაციით, ჰუბეის სხვა პროვინციებში, უხანის ჩათვლის საავადმყოფოები გადატვირთულია, სადაც მედიკოსები იბრძვიან ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად.
ჩინელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დაავადების ყველაზე მასშტაბური გავრცელება მოხდება თებერვლის შუა რიცხვებში. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რიცხვი შეადგენს 44 138-ს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1117-ს აჭარბებს.
მასალის გამოყენების პირობები






