მოჰისუნატ ჩოვდჰარი 28 წლის ტაქსის, კერძოდ „უბერის“ მძღოლი იყო, რომელიც ვულვიჩის სამეფო სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძღოლი საზოგადოების არამუსლიმი წევრების მასობრივ მკვლელობას გეგმავდა გეი აღლუმზე. როგორც უცხოურ პრესაში იწერება, მას დანაშაულის ჩასადენად შეძენილი ჰქონდა დანები და სავარჯიშო ხმალი. დამნაშავეს დანაშაულის ჩასადენად დამატებით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაც სურდა, რის შესახებაც ინფორმაცია მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ბრალდებაში.
2017 წლის აგვისტოში მსჯავრდებულმა ბუკინგემის სასახლის წინ სამურაის ხმლით სამ პოლიციელს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მან იზოლატორი დატოვა.
საგამოძიებო მოქმედებები ე.წ გადაცმულმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს. 2020 წლის 10 თებერვალს კი ის ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვისთვის გაასამართლეს.
ქვემოთ მოცემული სურათი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ამოღებული ფურცელია, სადაც მისი გეგმის ნაწილია აღბეჭდილი.

მასალის გამოყენების პირობები






