გადატვირთული ნავი, რომელსაც როჰინგას ტომის 125 ლტოლვილი გადაჰყავდა ბანგლადეშიდან ბენგალის ყურეში ამოყირავდა და ჩაიძირა, რა დროსაც სულ მცირე 16 ადამიანი გარდაიცვალა.
სანაპირო დაცვისა და მყვინთავი მაშველების მიერ წყლიდან ამოიტანეს 14 ქალის, 1 ბავშვისა და 1 მამაკაცის გარდაცვლილი სხეულები. გავრცელებული ინფორმაციით, ხის ნავი წმინდა მარტინის კუნძულთან ამოყირავდა.
პოლიციელთა ინფორმაციით, მცურავი საშუალების ამოყირავება განაპირობა ეკიპაჟის წევრთა დიდმა რაოდენობამ.
მსგავსი შემთხვევები ძალზე ხშირად ფიქსირდება, როდესაც ადამიანებით მოვაჭრეები იტყუებენ ლტოლვილებს უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნით და მიჰყავთ ნავებით ერთი ქვეყნიდან მეორეში, რა დროსაც ფატალური შემთხვევები ხშირია- ტრეფიკინგში ჩართული ადამიანები კი დიდ მატერიალურ სარგებელს იღბენ.
700 000 როჰინგას ტომის მუსლიმი გაიქცა ბანგლადეშში მიანმარიდან მას შემდეგ, რაც სამხედრო ძალებმა 2017 წლის აგვისტოდან დაიწყეს სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება.
მასალის გამოყენების პირობები






