ჩრდილო სირიაში თურქულ შეიარაღებულ ძალებზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმას თურქეთის ჯარმა საპასუხო ქმედებებით უპასუხა- ამის შესახებ მედიას ინფორმაცია თავდაცვის მინისტრმა მიაწოდა. მისი თქმით, საჰაერო ძალებმა და საარტილერიო დანაყოფებმა ასადის რეჟიმზე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ წერს ANADOLU AGENCY.
თურქული სამხედრო უწყების განცხადებით, 115 სირიულ სამხედრო ობიექტზე განხორციელდა შეტევა, რომლის შედეგადაც 101 ჯარისკაცი იქნა ნეიტრალიზებული.
მინისტრის განცხადებით, განადგურებულია აგრეთვე 3 ტანკი, საარტილერიო პოზიციები და რეჟიმის ერთი ვერტმფრენიც დაზიანდა აგრეთვე.
შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმი რუსული ავიაციის მხარდაჭერით ცდილობს პროთურქული შეიარაღებული ფორმირებების განადგურებასა და განდევნას ოპოზიციის უკანასკნელი ე.წ „ციხე-სიმაგრიდან“ , იდლიბის რეგიონიდან, რათა სრულად აღადგინოს კონტროლი სირიის აღმოსავლეთ რეგიონებზე.
აღნიშნულ რეგიონში კი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თურქეთის რეგულარული არმიის ნაწილებიც დგანან და 13 სამხედრო-სადამკვირვებლო პოსტები აქვთ მოწყობილი- სწორედ ეს ლოკაციები დაიბობა სირიელი სამხედროების მიერ, რა დროსაც 7 თურქი მებრძოლი გარდაიცვალა- ამ ქმედებას კი თურქეთმა სადამსჯელო ღონისძიებით უპასუხა და 80-მდე სირიელი ჯარისკაცი მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები






