მძიმედ შეიარაღებული პოლიცია და არმიის შეიარაღებული ჯგუფები სალვადორის პარლამენტში შეიჭრნენ და მოითხოვეს ხელისუფლებისგან მიიღონ თანხმობა $109 მილიონი დოლარის სესხის გამოყოფაზე, რათა უკეთესი შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესყიდვა მოხდეს სამართალდამცავებისა და სამხედროებისთვის. ამის შესახებ წერს BBC-ი.
შეიარაღებული პირები სწორედ მაშინ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, როდესაც პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე მიმართავდა პარლამენტარებს. პოლიტიკოსებმა სამხედროების შეჭრის აქტს პარლამენტში დაშინების უპრეცედენტო აქტი უწოდეს. ელ სალვადორი მსოფლიოში პირველ ადგილზეა მკვლელობის მაჩვენებლებით- ძალადობის განმაპირობებელი ფაქტორი ძირითადად კრიმინალურ ბანდებს შორის დაპირისპირების შედეგია.
38 წლის პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობა 2019 წლის ივნისში დაიკავა, პირობა დადო , რომ გაუმკლავდება ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციას. ზემოხსენებული თანხა გამოყენებული იქნება პოლიციისა და ჯარისთვის სამხედრო ტექნიკის, უნიფორმების, სადაზვერვო აღჭურვილობისა და ვერტმფრენის შესაძენად.
მასალის გამოყენების პირობები






