ადამიანი, რომელსაც 21 წელი ღამე ავტობუსში ეძინა
მსოფლიო - 16:52, 09 Feb, 2020     1306

ნიგერიელ დევნილს, პირობითი სახელით სანი, 21 წელია ლონდონის ავტობუსებში ეძინა. მას უკვე თითქმის ყველა მძღოლი იცნობდა. სანი გრძელი მარშრუტის ავტობუსებს ირჩევდა, რომლებიც ბრიტანეთის დედაქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მიდიან - ასე უკეთ შეეძლო დაძინებას და ზოგიერთი მძღოლი, შემცვლელის მოსვლამდე, მას ავტობუსში დარჩენის უფლებასაც აძლევდა. საუკეთესოდ სანი 25 ან 29 ნომერ ავტობუსებს თვლიდა.

იგი ავტობუსში ღამის 12 საათისთვის ჯდებოდა. სამგზავრო ბარათის მეშვეობით, რომელიც მას ერთერთი ეკლესიის მონაზონმა აჩუქა, პატიოსნად იხდიდა მგზავრობის საფასურს, მძღოლს ესალმებოდა და უკანა რიგში, თავისუფალ ადგილას ჯდებოდა. გულში იკრავდა ერთადერთ საშუალო ზომის ზურგჩანთას, სადაც ყველა მისი ნივთი იყო მოთავსებული და იძინებდა. სამგზავრო ბარათზე თანხას მას იმავე ეკლესიის მრევლი ურიცხავდა. თუმცა, ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ მას სხვა ავტობუსებში გადაჯდომაც უწევდა.

სანი ნიგერიაში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციებისთვის დააპატიმრეს, ბრალდება შეუთითხნეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ერთ დღეს მას კარებთან ხმაური მოესმა, მუხლებზე დავარდა და ლოცვა დაიწყო. თუმცა, მასთან ზედამხედველი შემოვიდა, მოკიდა ხელი და ციხის გარეთ ბნელი კორიდორების მეშვეობით გაიყვანა.

როგორც აღმოჩნდა, მისმა ნათესავებმა ციხის ადმინისტრაცია მოისყიდეს და მათ სანის "გაქცევის" ინსცენირება მოაწყვეს. დიდი ფული დაუჯდა სანის ოჯახს მისი ლონდონის თვითმფრინავში ჩასმა და ქვეყნიდან გაპარება.

ბრიტანეთში ჩამოსვლის შემდეგ მან რამდენიმე წელი დევნილთა თავშესაფარში გაატარა, სადაც პოლიტიკური დევნილის სტატუსს ამაოდ ელოდდა. ბოლოს სანის უარი უთხრეს და იგი არჩევანის წინაშე დადგა - ან სამშობლოში სიკვდილით დასჯა, ან ლონდონში უსახლკაროდ ცხოვრება.

სანი თავს სხვადასხვა სახის მცირე სამუშაოების შესრულებით ირჩენდა, ხოლო საკვების ნარჩენებს მას რესტორნების და კაფეების მფლობელები აძლევდნენ. ეკლესიაში მას ფოპტოაპარატიც აჩუქეს, რისი მეშვეობითაც მშვენიერე სურათებსაც იღებდა. სამწუხაროდ, მოქმედი წესის თანახმად, ეკლესიები ადამიანს თაქვშესაფარს მხოლოდ ერთი ღამით აძლევენ, ამიტომაც, სხვადასხვა ეკლესიების ძებნას, სანიმ ავტობუსები არჩია, რომელთა პირველი სართულის უკანა რიგი მისი თავშესაფარი გახდა.

ბოლოს, 55 წლის ასაკში, სანიმ ბრიტანეთში ცხოვრების უფლება მიიღო - მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ადამიანს, რომელმაც ქვეყანაში 20 წელზე მეტი გაატარა, იქ ცხოვრების უფლება აქვს. მართალია, ამ ხნის განმავლობაში სანის ბრიტანეთში ყოფნის არცერთი დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდა, მაგრამ ამს მისი ეკლესიის წინამძღვრები და 1-2 ავტობუსის მძღოლიც დაეხმარა, რომელთაც დაადასტურეს, რომ დევნილი მართლაც 21 წელი ცხოვრობდა ლონდონში. ახლა მას უკვე აქვს საცხოვრებელი ლონდონის სამხრეთით და ბრიტანეთშ ლეგალურად ყოფნა შეუძლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42