წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია და გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“ თსუ-ში
საზოგადოება - 14:32, 09 Feb, 2020     929

10 თებერვალს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია და გაიხსნება გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები.“

ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან. მისი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე იყო 1918 წელს დაარსებული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი. თავად ვახტანგ ღამბაშიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ჰიგიენის ფაკულტეტზე, საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა კურორტი ცემი დააარსა. მისი მეუღლე ვანდა ღამბაშიძე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენაში.

წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები, რომელსაც თან ერთვის მათი ბეჭდური ვარიანტი, კომენტარები და საძიებლები. წიგნში მოცემულია, აგრეთვე, რამდენიმე ჩანახატი, მათ შორის ზიგმუნტ ვალიშევსკის „ცემის პეიზაჟი“ და პოიარკოვის „ვახტანგ ღამბაშიძის პორტრეტი.“

წიგნი გამოიცა თსუ-ს წარდგინებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, თსუ მუზეუმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42