თურქეთმა სირიის ქალაქ იდლიბში 150 -მდე საბრძოლო მანქანა და სამხედრო ამუნიციით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები შეიყვანა თავისი 12 სადამკირვებლო სამხედრო პოსტის გასაძლიერებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურმა ანკარამ მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის სამთავრობო ძალები აქტიურად მოქმედებენ ზემოხსენებულ ტერიტორიაზე პროთურქული ოპოზიციის წინააღმდეგ- ყოველდღურად ბომბავენ მათ პოზიციებს სხვადასხვა შეიარაღებიდან.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისინი იტოვებენ უფლებას, რომ გასცენ ძალზე სასტიკი პასუხი ასადის ძალებს, თუ შეტევას გადაწყვეტენ თურქულ შეიარაღებულ ფორმირებებზე იდლიბის რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ასადის ძალები თავს დაესხნენ თურქ სამხედროებს , რა დროსაც 7 მებრძოლი გარდაიცვალა და ორი ათეული მძიმედ დაიჭრა. საპასუხოდ კი, თურქეთმა ასადის არმიის 50 სამიზნეზე განახორციელა საარტილერიო და საჰაერო იერიში, რა დროსაც გარდაიცვალა 76 ჯარისკაცი.
იდლიბი წარმოადგენს ოპოზიციისა და ანტისახელისუფლებო შეიარაღებული ჯგუფების ე.წ ციხე-სიმაგრეს სირიაში 2011 წლიდან. 2018 წლის სექტემბრიდან, თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ იდლიბი გარდაიქმნას დე-ესკალაციის ზონად, სადაც ყოველგვარი აგრესიული მოქმედება იქნებოდა აკრძალული.
მასალის გამოყენების პირობები






