ყაზახეთში , ჟამბილის რეგიონში მასობრივი შეტაკებებისა და ჩხუბების შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო-საქმეთა მინისტრმა, ერლან ტურგუმბაევმა განაცხადა
„მასობრივი ჩხუბებისა და არეულობების შედეგად ათობით ადამიანმა მიიღო სხეული მძიმე დაზიანება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. 8 ადამიანი მიყენებული ტრავმების შედეგად სამწუხაროდ გარდაიცვალა“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ტურგუმბაევის თქმით, დაპატიმრებულია 47 ადამიანი, რომელთაგან ამოღებულია ცივი იარაღები და აგრეთვე ორი სანადირო თოფი. მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა არეთვე ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაგმო.
მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება დაიწყო კორდაისკის რაიონში, სოფელ მასანჩში, სადაც 70-მდე ადამიანს შორის მოხდა შეტაკება. პოლიციის ინფორმაციით, კონფლიქტის პროვოკატორებმა და თვითმხილველებმა გადაიღეს ვიდეოთი ის, რაც ხდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე- ისინი სოციალური მედიით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს მოსვლისკენ და უკანონო მოქმედებების ჩადენისკენ.
უწყების თქმით, ამ ფაქტმა დაპირისპირების კიდევ უფრო ესკალაციას შეუწყო ხელი - მიმდებარე დასახლებული პუნქტიდან დამატებით 300 ადამიანი მოვიდა, რომლებიც ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთნენ. ტელევიზიების ინფორმაციით, დაპირისპირებისა და ჩხუბის შედეგად დაზიანდა და დაიწვა 30-მდე სახლი, 15 სავაჭრო ობიექტი და 23 ავტომობილი.
მიმდინარე ჩხუბის დროს, სოფელ მასანჩში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციის გაძლიერებული ეკიპაჟები შევიდნენ. კონფლიქტის მონაწილეებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და არ დაემორჩილნენ სამართალდამცავთა მოთხოვნებს. შექმნილი ვითარების ფონზე, დასახლებული ზონების პერიმეტრებზე პოლიციელებმა მოწყვეს ბლოკპოსტები.
მასალის გამოყენების პირობები






