ფრანგმა სამხედროებმა მალიში ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან დაახლოებული 30 ჯიჰადისტი მოკლეს- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალები. ამის შესახებ წერს AL JAZEERA.
საფრანგეთი, რომელიც აფრიკის ქვეყნებში საუკუნეების მანძილზე კოლონიზაციას ეწეოდა, ამჟამად 4500 სამხედრო ჰყავს განლაგებული.
ამასობაში კი გაეროს 13 000 მშვიდობისმყოფელი სამხედროა წარმოდგენილი მალიში, რომელშიც ტერორიზმის ძალზე დიდი საფრთხეა და ერთ-ერთ ყველაზე ქაოტურ ქვეყანათა რიცხვში შედის.
მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩატარდა გორმას რეგიონში, სადაც ფრანგულმა დანაყოფებმა 20 ტერორისტი და მათი სამხედრო მანქანების გაანადგურეს. მეორე შეიარაღებულმა დანაყოფმა კი ლიპტაკოს რეგიონში ჩაატარა ტერორისტების „წმენდა“ ISIS-ის გამაგრებულ პოზიციებზე. ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდნენ უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები და ბომბდამშენები.
მასალის გამოყენების პირობები






