ბავშვები მოჩვენებათა სახლიდან - უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ სურმანიძეების 9-სულიან ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 19:03, 06 Feb, 2020     1154
9-სულიანი ოჯახს, რომელიც ქობულეთში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.მათ ხშირად არ აქვთ საკვები, ბავშვები კი ქუჩაში დგანან და შემწეობას ითხოვენ. საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანი" სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია სურმანიძეების ოჯახისთვის იწყებს აქციას „აჩუქე კერა“.
"ბავშვები მოჩვენებათა სახლიდან - ასე ეძახიან სახლს ქობულეთში, რომელსაც სურმნაიძეების 9-სულიანი ოჯახი ცხოვრობს. აქედან რვა შშმ პირია, 4 კი მცირეწლოვანი.
მათ ყველა იცნობს, ისინი, ძირთადად, ქუჩაში შემწეობას ითხოვენ. ოჯახი ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ მედიკამენეტებისა და პამპერისთვის ჰყოფნით თანხები. ზუსტად ერთი წელია, რაც ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, ქობულეთის გამგობასთან მოაგვროს მათი საცხოვრებლის საკითხი, მაგრამ მიზანმდე ვერ მივედით, რადაგნ „მოჩვენების სახლი „სხვის კუთვნილ მიწაზე დგას“, როგორც ქობულეთის მერიამ განგვიმარტა. აქ ბავშვებს ყოველდღე საფრთხე ემუქრებათ! აქ ცხოვრება შეუძელებელია! აქ ყველ გაწვიმებაზე ისე წვიმს, როგორც გარეთ! აქ ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში იზრდებიან! ამ სახლში ცხოვრება ქუჩაში ცხოვრებას ჰგავს, რადგან ქარი, წვიმა, გვალვა, ამინდის ნებისმიერი ცვალებადობა, დაუცველობა და უსუსურობის შეგრძნება ამ ბავშვების ოცდაოთხსაათიანი რეჟიმია. ისინი სახლში ისეთივე დაუცველები არიან, როგორც - ქუჩაში. მათთვის სახლი ციხესიმაგრე კი არა, წვიმისგან თავშესაფარიც არაა.
იალქანი იწყებს აქციას „აჩუქე კერა“ სურმანიძეების მრავალშვილიანი ოჯახსითვის. ჩვენ მოვიძეთ აშენებული ხის სახლი, რომელსაც ჩავდგამთ ეზოში და რომლის ღირებულება შედაგენს 8 ათას ლარს. ყველას, ვისაც შგეიძლიათ თუნდაც 1 ლარი გაიღოთ მათ დასახმრებლად, გთხოვთ, ნუ დაგვზარდებით. იქნებ შვძლოთ, სახლმწიფოს გარეშე მოვაგვაროთ ეს საკითხი, ნუ დაველოდებით დროს, როცა უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეგვეძლება და სინანულის ჟამი დაგვიდგება. აქვე გაცნობებთ, რომ ფონდი სურმანიძეების ოჯახისთვის ხსნის ანგარიშს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და ნებისმერ მოქალაქეს შეეძლება, მიიღოს ინფრომაცია, ასვე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სამშენებლო მასალები, რომელიც მზა სახლის დასამონტაჟებლად, ასევე კომუნალური გაყვანილობებისთვის იქნება საჭირო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაგვიკავშირდეს ტელ. ნომერზე: 599 33 01 14; 595 23 00 61 ელექტრონული მისამართი: ialqani2015@gmail.com ოფისის მისამართი: ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. 27, ბ. 16





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42