მომღერალ მარიტა როხვაძე პირად ცხოვრებაზე ჟურნალ "თბილისელების" ინტერვიუში საუბრობს.
მომღერლი აცხადებს, რომ საყვარელ ადამიანთან ერთ-ორკვირიანი განშორებები აქვს და ამას წყვილი ჩვეულებრივად აღიქვამს.
" ჩვენ, სულ ვჩხუბობთ და ვიბუტებით. ერთფეროვნება არცერთს არ გვიყვარს, ამიტომ, ხან ნაჩხუბარი ვართ და ხან შერიგებული. ზოგადად, პირად ცხოვრებაში ურთიერთობებს "ექშენი" უხდება, უფრო საინტერესო ხდება (იცინის). არის რაღაცები, რაშიც ერთმანეთს ვერ ვეწყობით და ძირითადად, ამის მიზეზი ჩემი მოუცლელობაა. სწორედ ამაზე ბრაზდება ჩემი საყვარელი მამაკაცი. ზოგადად, ცვალებადი ხასიათი მაქვს და ეს ყველაფერზე აისახება – ურთიერთობებზეც, იმიჯზეც...
– ახლა რა ეტაპი დგას შენს პირად ცხოვრებაში, როგორც მე გავიგე, ცალ-ცალკე ცხოვრობთ?
არა, კარგად ვართ, ნორმალურად და არც ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. თუმცა, არც იმას უარვყოფ, რომ გვაქვს ერთ-ორკვირიანი განშორებები და ამას ტრაგიკულად არ აღვიქვამთ, ჩვეულებრივად ვუყურებთ. ეს განშორებები ხშირადაც არ ხდება და თუ ხდება, უფრო აძლიერებს სიყვარულს. ახლაც, რაც ახალი წელი დადგა, სულ დაკავებული ვარ, კონცერტები და გადარბენები მაქვს, მაგრამ, პირადისთვის სულ მოცლილი ვარ. ჩვენ არ ვაძლევთ ერთმანეთს იმის საშუალებას, რომ თვალი თვალს და გული გულს ხშირად მოშორდეს. როცა შორს ხარ, მონატრება გიასმაგდება და უფრო სხვანაირად ახარისხებ ურთიერთობას – რამდენად გიყვარს, რამდენად აფასებ და ასე შემდეგ. ასე რომ, მართალია, მე არ გამიგია ჭორი, თითქოს საყვარელ მამაკაცს დავშორდი და ვერც მოვიდოდა ჩემამდე, მაგრამ მართლა ტყუილია" - ამბობს მარიტა როხვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






