გლდანის რაიონში არსებულ 2 გზას, სადაც ასფალტის დაგება ცოტა ხნის წინ დასრულდა, მერიის აყრიან და ხელახლა დააგებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოებს ისევ შ.პ.ს „მილენიუმ ბილდერ გრუპი” ჩაატარებს.
საქმე ეხება თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებს. უწყებაში ამბობენ, რომ ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ შესრულეული სამუშაო ნახევრად აკმაყოფილებს სტანდარტს, შესაბამისად კომპანია ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განახორციელოს ასფალტის საფარის ზედა ფენის მოხსნა და მისი თავიდან მოწყობა“.
„აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 581 739 ლარია გათვალისწინებული, თუმცა, ამ ეტაპზე გადარიცხულია 1 174 364 ლარი.
სრული თანხა გადაირიცხება მას შემდეგ, როდესაც კომპანია დაასრულებს სამუშაოს შესაბამისი ხარისხის გათვალისწინებით და ეს დადასტურდება ლაბორატორიულად”, – აცხადებს თბილისის მერია.
პრეს სამსახურის განმარტებით, დაგებული გზის აყრაზე და ხელახლა დაგებაზე ბიუჯეტიდან ფული არ დაიხარჯება.
შეგახსენებთ რომ, გლდანში არაერთი ცენტრალური და შიდა ქუჩა 2019 წლის მაისიდან არის გადათხრილი. საგზაო სამუშაოების დასრულება არაერთხელ გადაიდო სხვადასხვა მიზეზით.
მასალის გამოყენების პირობები






