ბრიტანეთი 2035 წლიდან აკრძალავს ყველა იმ მანქანის გაყიდვას, რომლებიც იმუშავებენ დიზელის ან ბენზინის ძრავზე. აღნიშნული საკითხის შესახებ სამშაბათს განაცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელიც დანარჩენ დეტალებს გლაზგოში დაგეგმილ გაეროს გლობალური დათბობის სამიტზე ისაუბრებს 2020 წლის ნოემბერში. ამის შესახებ წერს REUTERS-ი.
გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენცია 2 კვირის მანძილზე წარიმართება, სადაც განხილული იქნება 2015 წლის პარიზის გლობალური დათბობის ხელშეკრულების პირობები და ტენდენციები. ზემოხსენებულ ღონისძიებას უმასპინძლებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იტალიის პრემიერ ჯუზეპე კონტთან და ტელეწამყვანთან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სპეციალისტ დევიდ ატენბორთან ერთად.
„ჩვენი მიზანია, 2050 წლისთვის ჰაერის დაბინძურება სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვის შედეგად ნულის ტოლი იყო, სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ყველა სახელმწიფოს რომ შემოგვიერთდნენ აღნიშნული ტენდენციების დანერგვაში“ ,- განაცხადა ჯონსონმა.
ბრიტანეთის პრემიერი მოუწოდებს ყველას განახორციელონ საერთაშორისო ზომები, რათა გამონაბოლქვის გამოყოფა იმ მინიმუმამდე შეამცირონ, რაც მიღწევადია ერთობლივი ძალების მოქმედების შედეგად, რაც უნდა გამოიხატოს „სუფთა ტექნოლოგიების“ განვითარებაში ინვესტიციების ჩადებით, კლიმატის ცვლილების გავლენისადმი მდგრადობით. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით ბრიტანეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით 2035 წლიდან სრულად დაიწყებს საწვავზე ელექტრო ძრავის მქონე მანქანების გაყიდვას.
მასალის გამოყენების პირობები






